„თუ ვინმეს რეალობა აინტერესებს, ნებისმიერს მივაწვდი ამ კონცერტთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, ჟურნალ ბათუმელებს კი სიცრუის გამო მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე - რა შუაშია ოცნების კანდიდატი?“- წერს მომღერალი და „ქართული ოცნების“ ბათუმის დელეგატობის კანდიდატი არჩილ ბერიძე სოციალურ ქსელში, რომელიც ჟურნალ „ბათუმელების“ სტატიას ეხმიანება, სადაც წერია, რომ „ოცნების“ კანდიდატს ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარი გადაუხადეს“.
„სიმღერის პარალელურად პოლიტიკაში ჩართვა რომ გადავწყვიტე, რა თქმა უნდა, შეგუებული ვიყავი, რომ ბევრი ტყუილი და სიბინძურე წამოვიდოდა ჩემს მიმართ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ტყუილების უპასუხოდ დატოვებას ვაპირებ! ჩემი სოლო კონცერტის იდეა სამი წლის წინანდელია, განხორციელებას თვეები, ბევრი შრომა და სოლიდური თანხაც დაჭირდა. თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მერიამ დააფინანსა, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ინტერნეტ გამოცემა ბათუმელებმა კი დაწერა “ ის რაც დაწერა”. არ შეიძლება ამისი კადრება. თუ ვინმეს რეალობა აინტერესებს, ნებისმიერს მივაწვდი ამ კონცერტთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, ჟურნალ ბათუმელებს კი სიცრუის გამო მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე - რა შუაშია ოცნების კანდიდატი? წინასწარ უნდა გაგვეთვალა მეც და სახელმწიფოსაც, რომ მომავალში შეიძლება მმართველი პარტიის დელეგატი ვყოფილიყავი, დაფინანსებაზე უარი მეთქვა და კონცერტი არ ჩამეტარებინა? იგივე წარმატებით შეუძლიათ დაწერონ: მმართველი გუნდის კანდიდატს სხვადასხვა დროს ბიზნესმენმა, იუბილარმა, სახელმწიფომ, ექიმმა, მეწარმემ, ლიდერმა და ასე შემდეგ, სიმღერაში ჰონორარი გადაუხადა… ყველას ვთხოვ, მათი პოლიტიკური შეხედულებების და გეგმების გამო ტყუილებს ნუ დამაბრალებენ. მოვითხოვ ჟურნალისტისგან ოფიციალურ ბოდიშს! ბათუმელები • Batumelebi.ge“-წერს არჩილ ბერიძე.