"ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში! მანდატებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე ბევრჯერ გავლილი თემაა, ვითარება არ შეცვლილა! ეს არის პროცედურული საკითხი, რომელიც 6 თვის წინაც გავიარეთ (მაგ. დეკლარაციის შევსებისას). ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში!" - განუცხადეს "აიპრესს" ექსპრემიერმინისტრის გიორგი გახარიას პარტიაში.
"ქრონიკის" ინფორმაციით, პარტია"გახარია - საქართველოსთვის" პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა დეპუტატის მანდატებთან დაკავშირებით.
"ქრონიკის" ინფორმაციით, "გახარიას პარტიის მანდატ შეჩერებული დეპუტატების რვა ადგილმონაცვლე პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვნით მიმართავს, იმოქმედოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
როგორც ირკვევა გახარიას პარტია ბოიკოტს წყვეტს.
ისინი პარლამენტს უგზავნიან კონკრეტულ დოკუმენტებსაც, სადაც დანართის სახით წერია, რომ მათ შეწყვიტეს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა."
შეგახსენებთ, 2025 წლის 2 სექტემბერს პარლამენტმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო.