ფილოლოგი, ფილოსოფოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლევან​ გიგინეიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ აბსურდია ის რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე 300 ათასი ხმა გაყალბდა.

""750 000 კაც რომ ჰგონებოდა მართლა გაუყალბეს არჩევნები, სულ სხვა მასშტაბი იქნებოდა. და არ იყო ეს მასშტაბი. აქედან გამოვიდა, რომ საქართველომ აღარა ეს არჩევნები, მიიღო ეს არჩევნები. 

შეიძლება განცდა იყო ფრუსტრაციის ამომრჩეველს შორის, მაგრამ მოტყუების განცდა იყო ნაკლებად. ომბიდსმენ ვერ დააბრალებ რომ პროხელისუფლებაა, იმანაც თქვა, რომ აბსურდია იმის თქმა, რომ 300 ათასი ხმა გაყალბდა.  ამხელა დამკვირვებლების რაოდენობის ქვეშ.

ეუთო/ოდირი ხომ არის საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაცია, ამ მისიამ არჩევნების კონკურენტუნარიანობა აღიარა, ხარვეზების აღიარა, მაგრამ ძირითადად მიიღო. 

ეუთო/ოდირზე მეტად ხალხმა გამოხატა, ხალხმა მიიღო ეს არჩევნები." - განაცხადა ლევან გიგინეიშვილმა.