„ეს არის მორიგი პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, რომელსაც რეალურად სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. მიხეილ სააკაშვილი ისჯება ქვეყნის სიყვარულისთვის და იმისთვის, რომ მან ყველაფერი გააკეთა ქვეყნის დასავლური კურსის გამო.“- განაცხადა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ მიხეილ სააკასილის პროცესთან დაკავშირებით
სოფო ჯაფარიძის განცხადებით - „ეს არის მორიგი პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, რომელსაც რეალურად სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. მიხეილ სააკაშვილი ისჯება ქვეყნის სიყვარულისთვის, იმისათვის, რომ მან ყველაფერი გააკეთა ჩვენი ქვეყნის დასავლური კურსისთვის, მაგრამ 26 ოქტომბრის შემდეგ ეს ყველაფერი აუცილებლად დასრულდება, ჩვენ გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო. რომელიც ასე ჭირდება ჩვენს ქვეყანას და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. დამთავრდება ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრობა და იზეიმებს სამართალი.“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ