საქართველოს საპენსიო ფონდის 28 თებერვლის სტატისტიკური მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 720 ათასი ადამიანია.
2026 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 28,882 - მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 137,2 მილიონი ლარი.
თებერვლის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 8.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.4 მილიარდ ლარს მიაღწია. - ნათქვამია საპენსიო ფონდის გავრცელებულ ინფორმაციაში.




