საქართველოს ეროვნული არქივი 27-31 ოქტომბერს თბილისის საარქივო ფილმების V საერთაშორისო ფესტივალს გამართავს.
ღონისძიების თემა „აღდგენილი მეხსიერება: არქივები ტექნოლოგიების ეპოქაში“ წარმოაჩენს არქივებში კინომეხსიერების შენარჩუნების, აღდგენისა და ხელახლა გააზრების პროცესს ციფრული ტრანსფორმაციის, რესტავრაციისა და უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით. თანამედროვე ეპოქაში ისტორიული და კულტურული ღირებულების მქონე საარქივო ფილმებს დიგიტალური ვერსია ახალ სიცოცხლეს სძენს და კინოეკრანებზე აბრუნებს.
ფესტივალზე შესაძლებელია წარდგენილი იყოს საქართველოსა და უცხო ქვეყნების საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო თუ სხვა დაწესებულებებში დაცული საარქივო კინოფილმები.
ეროვნულმა არქივმა თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2022 წელს დააარსა. მისი მიზანია, ქართველ მაყურებელს გააცნოს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საარქივო, სამუზეუმო თუ საბიბლიოთეკო კოლექციებში დაცული მსოფლიო კინომემკვიდრეობა.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ღონისძიების გვერდი: https://archive.gov.ge/ge/tbilisis-saarkivo-filmebis-v-saertashoriso-festivali-2026-1




