ღონისძიებაზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ვიდეო-რგოლის ჩვენება გაიმართა.

 სააგენტოს ხელმძღვანელმა ლაშა მიქელაძემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, ხაზი გაუსვა შემოქმედებითი ადამიანების ღვაწლისა და პროფესიული წარმატებების აღიარების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს კულტურის სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერისთვის.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდა სააგენტოს მეცნიერ-თანამშრომელი თემურ ტუნაძე, რომელიც წლის განმავლობაში გამოირჩეოდა აქტიური სამეცნიერო საქმიანობით და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილით.