მადლობას ვუხდი საქართველოს იმ მიღწევისთვის, რომელიც ეროვნული პოზიციის, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვის მიმართულებით აჩვენა, - ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან  ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიოს არაერთი ქვეყანა ყურადღებით აკვირდება საქართველოს და ცდილობს, რომ გაუმჯობესდეს.

 „მადლობას ვუხდი საქართველოს იმ მიღწევისთვის, რომელიც ეროვნული პოზიციის, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვის მიმართულებით აჩვენა. ძალიან ბევრი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ძალიან გაკვირდებათ, ყურადღებით სწავლობს საქართველოში არსებულ მიდგომებს და ისინი ცდილობენ, რომ გაუმჯობესდნენ,“- აღნიშნა ალექსანდარ ვუჩიჩმა.