ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენემა X-ზე  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კარიკატურა გამოაქვეყნა წარწერით - "ამასაც დაამხობენ".

კარიკატურაზე აშშ-ის პრეზიდენტი  გამოსახულია სარკოფაგში, რომელიც იმსხვრევა. 

"ეს მამაკაცი, რომელიც ამპარტავნულად და სიამაყით ზის და მთელ მსოფლიოს განსჯის, ასევე უნდა იცოდეს, რომ, როგორც წესი, მსოფლიოს ტირანები და ამპარტავნები, როგორებიც არიან ფარაონი, ნიმროდი, რეზა ხანი, მოჰამედ რეზა და მისნაირები, ტახტიდან მაშინ ჩამოაგდე, როდესაც თავიანთი სიამაყის მწვერვალზე იყვნენ.  ტრამპსაც ჩამოაგდებენ“, –  წერს ხამენეის სოციალურ ქსელში/ 

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში არეულობის ესკალაციაზე რეაგირების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის შესაძლო სამხედრო ვარიანტებს. ირანში დემონსტრაციები მე-15 დღეა, გრძელდება.

აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, სულ მცირე, 544 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 500-ზე მეტი აქტივისტია.