აშშ-მა რუსეთის ყოფილ ფინანსთა მინისტრს, მიხაილ ზადორნოვს სანქციები მოუხსნა. "როიტერი"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდმა გაავრცელა
ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არ ნიშნავს ვაშინგტონის პოზიციის ცვლილებას რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით.
ზადორნოვი სანქციების სიაში 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეიყვანეს.
წყაროების ცნობით, ზადორნოვმა მიმართა ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისს (OFAC) სანქციების სიიდან ამოღების მოთხოვნით, რის შემდეგადაც მას სანქციები მოუხსნეს.
მიხაილ ზადორნოვი 1997 წლიდან 1999 წლამდე რუსეთის ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. შემდეგ, 2018 წლიდან 2022 წლამდე კი რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, „ოტკრიტიეს“ აღმასრულებელი დირექტორი იყო.
თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი




