2025 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 25.8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს 10%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით. ამ ზრდის ყველაზე დიდი წილი კი ავტომობილებზე მოდის.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანაში 3.87 მილიარდი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა. ეს მთელი იმპორტის 20.9%-ია. ასეთი კონცენტრაცია ერთ პროდუქტზე ქვეყნის მასშტაბით არცთუ ხშირი მოვლენაა.

ამ ნაკადის ყველაზე დიდი წილი ამერიკის შეერთებულ შტატებიდან მოდის. 2025 წელს მანქანების იმპორტმა ამერიკიდან 184,427 ერთეულს მიაღწია, რაც, 2024 წელთან შედარებით, 20%-იან ზრდას გულისხმობს. ღირებულებით ეს 2.28 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც საქართველოს მთლიანი იმპორტის 14.7%-ია.

რატომ სწორედ ამერიკა? პასუხი ძირითადად ლოჯისტიკური და საბაზრო ფასების კომბინაციაშია. ამერიკული ბაზარი სხვადასხვა წლისა და მარკის ავტომობილების ფართო არჩევანს სთავაზობს, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა ამ ტიპის მანქანებზე სტაბილურად მაღალია.

მანქანების იმპორტი იაპონიიდან, ტრადიციულად, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო, თუმცა 2025 წელს ეს მაჩვენებელი 34%-ით შემცირდა და 364 მილიონ დოლარამდე ჩამოვიდა. შემცირება, სავარაუდოდ, ნაწილობრივ ასახავს ამერიკული ბაზრის მიმართ ინტერესის ზრდას, ეს ორი მიმართულება ერთმანეთს ცვლის.

ასეთი მოცულობის ბაზარზე განბაჟება რუტინულ, მაგრამ აუცილებელ პროცედურად იქცა. ქართული საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით, კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების დაცვით ავტომობილის შემოყვანა  ნებისმიერ პირს შეუძლია.

ვადები განსაზღვრულია: თუ ავტომობილი უცხო ქვეყნის მოქალაქის სახელზეა, ის 90 კალენდარულ დღეში უნდა გაფორმდეს, სხვა შემთხვევებში – 60 დღეში. ვადის გადაცილება ჯარიმით სრულდება.

გაფორმების პროცესში შედის:

 საბაჟო დეკლარაციის შევსება

საქონლის საექსპერტო შემოწმება

გადასახადების გამოანგარიშება და გადახდა

გამოიანგარიშება საბაჟო გადასახადი, დამატებული ღირებულების გადასახადი და, სათანადო შემთხვევაში, აქციზი. პროცედურული ხარჯები კი ფიქსირებულია.

ავტომობილის ამერიკიდან ჩამოყვანა ბევრი დეტალის გათვალისწინებას გულისხმობს: ვისგან და როგორ ვყიდულობთ მანქანას, რა ბიუჯეტით და ა.შ. ამ კითხვებს სწორი პასუხი სჭირდება, რადგან ამ პროცესში დაშვებული ერთი შეცდომაც კი საბოლოო ფასზე უარყოფითად აისახება.

სწორედ ამ პროცესის გამარტივებაზეა ორიენტირებული “ქარმარკი”, ავტომობილების იმპორტიორი საქართველოში. 

კომპანია ამერიკული და იაპონური ბაზრებიდან ავტომობილების შემოყვანას უზრუნველყოფს და ყველა ეტაპს – აუქციონებზე მოძიებიდან ქვეყანაში ჩამოტანამდე – ერთ ციკლში ახორციელებს.