ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულების სერვისცენტრების მენეჯერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები, მუნიციპალური სერვისების ეფექტიანად განხორციელების საკითხები და ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები. ბათუმის მერმა შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ და მათ კონკრეტული მითითებები მისცა. აღინიშნა, რომ ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად, იზრდება დატვირთვა ქალაქის ინფრასტრუქტურასა და მუნიციპალურ სერვისებზე.
შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ნარჩენების მართვას, ქუჩებისა და სანაპირო ზოლის დასუფთავებას, სატრანსპორტო ნაკადების ორგანიზებასა და მუნიციპალური სერვისების მუდმივ მონიტორინგს. როგორც ბათუმის მერმა აღნიშნა, მერიის ყველა შესაბამისი სამსახური სრულ მობილიზაციაშია, რათა ქალაქმა შეუფერხებლად უმასპინძლოს ტურისტულ სეზონს და ამავდროულად, ყოველდღიურად უზრუნველყოს ხარისხიანი მუნიციპალური სერვისები ადგილობრივი მოსახლეობისა და ქალაქის სტუმრებისთვის.




