გუშინ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს და პარტია "გირჩი მეტი თავისუფლებას" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ძმას, გია ჯაფარიძეს თავს დაესხნენ.

როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დიმიტრი ჩიქოვანისა და გია ჯაფარიძის თავდასხმის ფაქტზებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.  

ცნობისთვის, ტელეკომპანია "ფორმულას" მფლობელის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმას, დიმიტრი ჩიქოვანს ექიმის ინფორმაციით,  ქალა-ტვინის ტრავმით არის შეყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში.

შსს