"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადება.

"ხვალ, 24 აპრილს, 10:00 საათზე, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

ჩვენი პარტიის დაარსების დღიდან, ჩვენთვის სხვადასხვა თანამდებობა და პრივილეგია პრიორიტეტი არასდროს ყოფილა. შესაბამისად, ზემოხსენებულ სხდომას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციაში შემავალი 11 წევრიდან არც ერთი მათგანი არ დაესწრება.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ იმ პირებს, რომელთათვისაც ახლა მნიშვნელოვანია საკრებულოს თანამდებობები, შეუძლიათ მარტომ განაგრძონ დავა.

რაც შეეხება რუსთავის საკრებულოში ჩვენი პარტიის ფრაქციიდან გარიცხულ ადამიანებს, მათ მიერ ხვალ გადადგმული ნაბიჯები ნათელს მოჰფენს და მეტ სიცხადეს შეიტანს რიგი მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო, მათ შორის, მოქმედებენ თუ არა ისინი უნისონში“ქართულ ოცნებასთან” ერთად რუსთაველების ინტერესების საწინააღმდეგოდ.“ - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსთავში „ქართული ოცნება“ საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლის, ნოდარ შეროზიას იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

 მე-10 მოწვევის პარლამენტის "ქართული ოცნების" დეპუტატმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა, ალექსანდრე დალაქიშვილმა განაცხადა:  ოპოზიციამ უნდა დატოვოს ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და ჯანსაღ გუნდს მიეცეს საქმის კეთების და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის მეტი საშუალება

 პარლამენტის დეპუტატი, "გახარია - საქართველოსთვის" წევრი, ბექა ლილუაშვილი აცხადებს "ოცნებამ" და "ნაცმოძრაობამ" შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დაინიციირა თავმჯდომარეების, ჩვენი გუნდის წევრების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი

ასევე, დავით კირკიტაძის თქმით, რუსთავში, "ნაცმოძრაობის ფრაქცია" არ იღებს მონაწილეობას საკრებულოს თანამდებობაზე გამოცხადებულ დოღში - მიკვირს, ბექა ლილუაშვილი რატომ ატყუებს ხალხს?