იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ საფრანგეთში დიდი შვიდეულის შეხვედრის დროს არაერთხელ მთხოვა ფოტოს გადაღება. იტალიაში მისი პოპულარობა ეცემა, შესაძლოა იმიტომ, რომ მან უარი თქვა ამერიკის შეერთებულ შტატებზე,შესაძლოა იმიტომ, რომ მხარი არ დაუჭირა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ქვეყანას, რომელსაც ძალიან უყვარს და იცავს იტალიას. მაგალითად მაშინ, როდესაც საქმე ირანისთვის ბირთვული იარაღის მოპოვების ან განვითარების აღკვეთას ეხებოდა (თუმცა, ამ მხრივ ნატომაც იგივე გააკეთა!) მან იტალიის ასაფრენ-დასაფრენი ზოლების გამოყენების უფლებაც კი არ მოგვცა, რაც ლოგისტიკური თვალსაზრისით სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენდა. - ამის შესახებ ამერიკსი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს
ეს მაშინ, როდესაც აშშ ყოველწლიურად ასობით მილიარდ დოლარს ხარჯავს იტალიისა და სხვა ე.წ ნატო-ს მოკავშირეების დასაცავად. ახლა კი, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ირანი სამხედრო თვალსაზრისით დაამარცხა, მას კვლავ სურს მეგობრობა, საკუთარი რეიტინგების გასაუმჯობესებლად. არა, გმადლობთ!“, " - წერს პრეზიდენტი ტრამპი.




