„ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრება  ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა უმაღლეს დონეზეა აყვანილი,“ -  განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა  ეკა სეფაშვილმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის 5 წლიანი პატიმრობის შეფარდების საკითხის  კომენტირებისას.

„ღარიბაშვილის დაპატიმრება, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო ფაქტია. თუმცა, მეორე მხრივ, ეს ადასტურებს იმას, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა უმაღლეს დონეზეა აყვანილი. ეს არის კარგი ილუსტრაცია იმის, რომ არავის  ეგონოს, რაგინდ მაღალ თანამდებობაზეც არ უნდა იყოს, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, მას თანამდებობის გამო რაიმე შეღავათი გაეწევა,“ -  განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

შეგახსენებთ, ყოფილ პრემიერს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა და ჯარიმის 1 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა