პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის რეზერვისტების ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო. მედიასთან საუბრისას დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამაყობს ახალგაზრდებით, რომლებიც ქვეყნის სამსახურისთვის მზად არიან.

მისი განცხადებით, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით ახალგაზრდების მშობლებსა და მასწავლებლებს, რომლებმაც მათში პატრიოტული ღირებულებები აღზარდეს.

„მეამაყება, რომ საქართველოს ჰყავს ახალგაზრდები, რომლებიც მზად არიან, თავიანთი სიცოცხლითა და ჯანმრთელობით დაიცვან ჩვენი სამშობლო. მადლობას ვუხდი მათ მშობლებს, ოჯახებსა და მასწავლებლებს მათი ასეთი პატრიოტიზმისათვის.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი შვილიც იყო რეზერვისტების რიგებში, მანაც დღეს დადო ფიცი და დარწმუნებული ვარ, ისიც ერთგულად ემსახურება ჩვენს სამშობლოს,”-განაცხადა ეკა სეფაშვილმა.