9-10 მაისს ბათუმში კონტაქტური კარატეს ევროპის ჩემპიონატი იმართება.

 ევროპირველობაზე 22 ქვეყნის 500-ამდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. საქართველო კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს მესამედ, ბათუმი კი პირველად მასპინძლობს.

ევროპის ჩემპიონატი 2016 და 2021 წლებში თბილისში ჩატარდა.

ტურნირის პირველ დღეს, ნინო შუბითიძემ (- 55კგ) კონტაქტურ კარატეში ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონია გახდა.

ასევე ოქროს მედალი მოიპოვა  საბა ჭრელაშვილმა  (+ 80კგ) კონტაქტურ კარატეში და ევროპის ჩემპიონი გახდა.   

გიორგი ბარნაველი (- 60კგ) კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

მალხაზ ქაჯაია (- 70კგ) კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.

გიორგი ძნელაძე (- 60კგ) კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონია.

ნანა ნიკურაძე (- 55კგ) კონტაქტურ კარატეში ევროპის ვიცე-ჩემპიონია.

ედგარ აბგარიანი (- 65კგ) კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.

საქართველოს სახელით მოასპარეზე ოსკარ ჰინშლეი (- 65კგ) კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია