ბიძინა ივანიშვილს ამ ფულს არავინ არ ართმევს, ბიძინა ივანიშვილი მშიერი არ დარჩება, მას კიდევ ბევრი 600 მილიონი აქვს. მშიერი არ იქნება, რომ ჩვენ მაინც და მაინც ის შევიცოდოთ, ეს ფული მისია, მაგრამ ეუბნებიან, რომ ამ ფულს მიიღებ მაშინ, როდესაც წესიერად მოიქცევი - – ამის შესახებ გია ხუხაშვილმა ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ საქმეზე ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
"ეს არის ის მოდელი, როგორც არსებობს ცივილიზებული სამყარო. ერთია სამართლებრივი პროცესი, მართლმსაჯულების პროცესი და აქ, ბუნებრივია, სასამართლო, მიუხედავად იმისა, რას ლაპარაკობენ თბილისში, არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი. კანონის, საკუთარი რწმენის მიხედვით გამოაქვთ ვერდიქტი და, შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი იმარჯვებს ამ სასამართლო პროცესზე. ეს არის სამართლებრივი მხარე, მაგრამ არის პოლიტიკური მხარე.
ერთია მართლმსაჯულება, კი ბატონო, გეკუთვნის, მაგრამ ვერ მიიღებ, ვიდრე მურუსიძეა შენთან მოსამართლე, ვიდრე შენ არ გექნება ისეთი სასამართლო, რომლითაც შენ სარგებლობ ჩემთან. ასეთი სასამართლო ვიდრე არ გექნება, შენ ამას ვერ მიიღებ. ბიძინა ივანიშვილს ამ ფულს არავინ არ ართმევს, ბიძინა ივანიშვილი მშიერი არ დარჩება, მას კიდევ ბევრი 600 მილიონი აქვს. მშიერი არ იქნება, რომ ჩვენ მაინც და მაინც ის შევიცოდოთ, ეს ფული მისია, მაგრამ ეუბნებიან, რომ ამ ფულს მიიღებ მაშინ, როდესაც წესიერად მოიქცევი და რაც შენთვის გინდა, რაც შენთვის გემეტება, იმას გაიმეტებ სხვებისთვისაც, ვინც შენზეა დამოკიდებული“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.




