მეგობრებო, ის ქაოსი, რომლის შემოტანასაც ოპოზიციური პარტიები ცდილობენ, რისკის ქვეშ აყენებს არამხოლოდ საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას, არამედ მოქალაქეებისა და მათ შორის ბავშვების ჯანმრთელობას.
კლასიკური ნეო ფაშისტური ,,ბულინგი'' რაც დღეს რამდენიმე უნივერსიტეტსა და სკოლაში შეიმჩნევა კოორდინირებულია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მიერ და საფრთხეს უქმნის განათლების სექტორს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში წერს.
ის მიმართავს სტუდენტებს, მოსწავლეებს, მშობლებს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს და აღნიშნავს, რომ სწავლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ ადამიანები, რომლებიც სხვისი ხელით ცდილობენ პარლამენტი და მისი მიმდებარე ტერიტორია გადაწვან, ქვები ესროლონ და ცეცხლი წაუკიდონ პოლიციას, ძალადობრივად დაამხონ არჩეული ხელისუფლება და საფრთხის ქვეშ დააყენონ ჩვენი სამშობლოს მშვიდობიანი, ევროპული განვითარება.
"ახალგაზრდებს, სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს, მშობლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციებს:
მეგობრებო, ის ქაოსი, რომლის შემოტანასაც ოპოზიციური პარტიები ცდილობენ, რისკის ქვეშ აყენებს არამხოლოდ საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას, არამედ მოქალაქეებისა და მათ შორის ბავშვების ჯანმრთელობას.
კლასიკური ნეო ფაშისტური ,,ბულინგი'' რაც დღეს რამდენიმე უნივერსიტეტსა და სკოლაში შეიმჩნევა კოორდინირებულია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მიერ და საფრთხეს უქმნის განათლების სექტორს.
ეს ის ხალხია, ვინც პოლიტიკური მიზნების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების სამთავრობო პროგრამაშიც კი არ ჩაერთო.
საქართველოს კანონებით ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ, დაცულია აკადემიური თავისუფლება. საგანმანათლებლო დაწესებულებაში არავის აქვს უფლება მოგიწოდოთ დააფიქსიროთ თქვენი პოლიტიკური შეხედულება ან შეწყვიტოთ სწავლა.
უფრო მეტიც, არასაპატიო მიზეზით საგანმანათლებლო პროცესის ჩაშლა, დაწესებულებების შინა განაწესისა და კანონმდებლობის უხეში დარღვევაა.
სწავლის შეწყვეტისკენ მოგიწოდებენ ადამიანები, რომლებიც სხვისი ხელით ცდილობენ პარლამენტი და მისი მიმდებარე ტერიტორია გადაწვან, ქვები ესროლონ და ცეცხლი წაუკიდონ პოლიციას, ძალადობრივად დაამხონ არჩეული ხელისუფლება და საფრთხის ქვეშ დააყენონ ჩვენი სამშობლოს მშვიდობიანი, ევროპული განვითარება.
გთხოვთ, დაიცვათ კანონი და არ დაუშვათ საბოტაჟი საგანმანათლებლო სივრცეში.
ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! არავის მისცეთ უფლება სწავლის მიღება აგიკრძალოთ. თითოეულ ამ შემთხვევაზე შესაბამისი რეაგირება გვექნება!
დარწმუნებული ვარ, გელათისა და იყალთოს აკადემიების შემქმნელი საზოგადოება ამ გამოწვევასაც ღირსეულად გაუმკლავდება." - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.