პარლამენტთან წუხელ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. თვითმხილველების თქმით,  პოლიციამ ისინის პლაკატზე გაკეთებული წარწერის გამო დააკავა.  მათ შორის არიან, ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები - შოთა თუთბერიძე, ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი, ლაშა ჯანჯღავა, ლევან ნიშნიანიძე.

"საქართველოს მთავრობა, აბა, დაფიქრდით, რომელი სჯობდა, 5 ადამიანს ჭეროდა პლაკატი ხელში, თუ მთელ საქართველოს გაეგო, რა ეწერა პლაკატზე იმ 5 ადამიანს?როცა ბევრი მოვედით, აღარ იყო სამართალდარღვევა ცარიელი ფურცლის ჭერაც?სასაცილოები ხართ და თან ცოტა გულის ამრევებიც, იმის გამო რასაც ამ პოლიციელებს უკეთებთ.მთელმა საქართველომ გაიგო "ირაყლი" და "ვირაკლი" და რომელი რომელია, თქვენ გაარკვიეთ ახლა. ხო, დაკავებულები რეგიონებში გადაისროლეთ, ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. იქაც ჩავალთ." -  ამის შესახებ იურისტი, მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ წარმომადგენელი, გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში წერს.