გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აგრძელებს.
ამ დროისთვის, საგზაო სამუშაოები, სხვა ლოკაციებთან ერთად, ჯვარისის ქუჩაზეც მიმდინარეობს. პროექტის თანახმად, დაახლოებით, 2 500 კვ.მ ფართობზე დაიგება ბეტონის საფარი. სამუშაოებისთვის, ადგილობრივ ბიუჯეტში, 465 000 ლარამდეა გათვალისწინებული.
მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ცოტნე ჩიქვინიძესთან ერთად გაეცნო.
ამ ეტაპზე, მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ათამდე მისამართზე მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ამ ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურა არ არსებობდა და მოსახლეობას გრუნტის გზაზე უწევდა გადაადგილება.




