@Nika Gvaramia-ს ან ინგლისურთან აქვს პრობლემა, ან კეთილსინდისიერებასთან.
ინგლისური თუ არ გესმით, აშშ-ს საელჩომ ქართულადაც მკაფიოდ დაწერა საჯაროდ, რა ჰგონია ამერიკას სწორი. გეგელიას შეფასება არ სჭირდება იმის გაგებას, რაც სახელმწიფო დეპარტამენტმა შეხვედრაზეც თქვა და ოფიციალურ განცხადებაშიც. როცა ვერც ერთ ენაზე იგებ სათქმელს, ეს სხვა ტიპის პრობლემაზე მიგვითითებს. - ამის შესახებ "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია სოციალურ ქსელში წერს.
"მესმის, რომ გაწბილებულები ხართ, რადგან სასურველი და რეალობა ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ ეს იოტისოდენადაც არ მადარდებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ხალხმა იცოდეს სიმართლე.
მესმის, რთულია, როცა არც უნგრეთის მაგალითი, არც ამერიკის პოზიცია და არც კოალიციაში არსებული სიტუაცია არ მუშაობს შენს სასარგებლოდ, მაგრამ მე არ ვაპირებ ჩავერთო ბოღმის ნთხევის მარათონში, რაც ზოგიერთ ალიანსს ჰობად აქვს ქცეული და როგორც ჩანს, ახლა ამის გარეთ გამოტანაც მოინდომეს.
ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს ივანიშვილის რეჟიმისგან ამ ქვეყნის გათავისუფლება და ამისათვის ყველა ბერკეტით ბრძოლა. თქვენს გემს მიხედეთ, ბატონებო, თქვენს გემს!" - წერს გრიგოლ გეგელია "ფეიბუკში"
შეგახსენებთ, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: "გრიგოლ გეგელიას უთქვამს ტვ პირველზე, ამერიკა იმედგაცრუებულია ბოიკოტის პოლიტიკითო. მარტივად რომ ვთქვათ: ან გრიგოლ გეგელია სხვა ამერიკელებს შეხვდა, ან გრიგოლ გეგელია იტყუება"
მანამდე გრიგოლ გეგელიამ განაცხადა: მე ვიტყვი, ზუსტად რა პრეფერენცია, რა სურვილი გააჩნია სახელმწიფო დეპარტამენტს - გვითხრეს, ამერიკა იმედგაცრუებულია ბოიკოტის პოლიტიკით




