ისინი პირველი, ვისაც და რასაც ებრძვიან, არიან ავტორიტეტები იმ ქვეყნებში, რომელი ქვეყანაც სურთ, რომ დაიმორჩილონ და გახადონ თავისი მართული და პროქსი სახელმწიფო და დაიმონონ ხელისუფლება და ხალხი იმ ქვეყანაში, სადაც მათ ეს სურთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ლგბტ პროპაგანდაში ქართული ეკლესიის ჩართვის მცდელობასთან დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, საპატრიარქოსთან მიმართებით ევრობიუროკრატების რიტორიკა არ არის გასაკვირი და ამას მტკიცებაც არ სჭირდება, ვინაიდან ანალოგიურ განცხადებებს ისინი არც პირდაპირ ეთერებში ერიდებიან.

"არც არის ზედმეტი მტკიცება და დასტური საჭირო, საზოგადოება ამას ხედავს პირდაპირ ეთერში და მოწოდებებიდან გამომდინარე, უტევდნენ, უტევენ და შეუტევენ, მაგრამ ეს ძალიან კონტრპროდუქტიულია მათთვის. მათი ასეთი ქმედებების შედეგად ვხედავთ შემდეგ იმ პასუხს საზოგადოების მხრიდან. საპატრიარქოც, ხელისუფლებაც, საზოგადოებაც და ჩვენი ქვეყანაც ყოველთვის იქნება თავაწეული, მოწოდების სიმაღლეზე და დაიცავს თავის ღირსებას, სარწმუნოებას და იდენტობას“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ლგბტ პროპაგანდაში ქართული ეკლესიის ჩართვის მცდელობასა და დახურული შეხვედრების დეტალებზე „იმედის კვირის“ ექსკლუზიურ ინტერვიუში დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ისაუბრა. მისი თქმით, ეკლესიას ევროპიდან ლგბტ პროპაგანდაში დახმარებას სთხოვდნენ. საქართველოში ამ მოთხოვნით, ბელგიის საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი იყო ჩამოსული, ბრიუსელში კი შეხვედრა გაიმართა ანდიურს კუბილიუსთან და რასა იუკნევიჩეინესთან, მათ საქართველოს საპატრიარქოსგან უარი მიიღეს.
ირაკლი კირცხალია - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ, მე თვითონ ვუშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ამ თემაზე ჩვენს წინააღმდეგ აღიძრას საქმე

ბატონმა [გიგა] ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ. მე თვითონ ვუშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ამ თემაზე [ჩხუბზე] ჩვენს წინააღმდეგ აღიძრას საქმე, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, გახარიას პარტიის წევრებმა სამი ფაქტი მოიძიეს, სადაც პარლამენტარებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას სამართლებრივი დავა მოჰყვა.

"სულ სამი ფაქტი მოიძიეს [გახარიას პარტიის წევრებმა]. ბრიტანეთში - საპარლამენტო კორპორატიულ საღამოზე დეპუტატებმა იჩხუბეს და ერთმა მეორეს დაზიანება მიაყენა. საბერძნეთში, სადაც რეალურად მძიმე დაზიანება ჰქონდა დეპუტატს, როგორც ვიცი მოტეხილობები ჰქონდა. მესამე - სენეგალში, სადაც [პარლამენტარმა] ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა. ბატონმა [გიგა] ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ. მე თვითონ ვუშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ამ თემაზე [ჩხუბზე] ჩვენს წინააღმდეგ აღიძრას საქმე. ერთი, ტრიბუნასთან არ უტირიათ, დანარჩენი ყველაფერი გააკეთეს. პრეცედენტების მოძიებით დაამტკიცეს ის, რასაც ვამბობდით, რომ რეალურად არ არსებობს პრეცედენტი. ასობით და ათასობით ჩხუბი უნახავს მსოფლიო მასშტაბით საზოგადოებას პარლამენტში. ასე რომ, ველოდებით ცნობას“, - განაცხადა კირცხალიამ.