დაფინანსება თუ იქნება გამჭვირვალე, ამ შემთხვევაში დონორებსაც გაუჭირდებათ ისეთი საქმიანობის დაფინანსება, რაც უკავშირდება რევოლუციების ორგანიზებას, ეკლესიაზე გამუდმებულ თავდასხმას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა იმედი LIVE-ში განაცხადა. 

პრემიერის თქმით, ამ ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ სჭირდება მოსვენება უსამშობლო ადამიანებისგან.

„ეკლესიაც არ დაასვენეს. უბრალოდ ჩართეთ მათი ტელევიზიები, საპატრიარქომაც გაავრცელა ამაზე განცხადება, ასეულობით ნეგატიური სიუჟეტი არის „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებში მარტო ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ეკლესიის წინააღმდეგ. ეს არის დაფინანსებული ჯაჭვი, რომელიც ამოქმედებულია ქართული სახელმწიფოს, ქართული იდენტობის, კონკრეტულად ქართული ეკლესიის წინააღმდეგ. რისთვის აკეთებენ ამას?! როგორც კი გამჭვირვალე იქნება დაფინანსება, რა თქმა უნდა, ასე უხეშად ვეღარ შეძლებენ ეს კონკრეტული ადამიანები ვერც ასეთი ქმედებების დაფინანსებას და ვერც შესაბამისი დაფინანსების მიღებას. ამიტომ, იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ამ ქვეყანამ მუდმივი რყევის მცდელობებისგან, მუდმივი ჩაკეტილი წრისგან, რასაც ჰქვია ე.წ. პოლარიზაცია, სინამდვილეში უნდა ერქვას რადიკალიზაცია, აუცილებელია გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება. ჩვენ თუ გვეუბნებიან, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ კანონი, გამოდის, რომ შესაბამის სუბიექტებს არ უნდათ, რომ დაასვენონ ეს ქვეყანა, რასაც ძალიან მკაფიოდ გაესვა ხაზი დღევანდელ გამოსვლებში, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში. ამ ქვეყანას სჭირდება დასვენება, წინსვლა, განვითარება და სწორედ ამას ემსახურება კანონი გამჭვირვალობის შესახებ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღეს, პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება 18:00 საათიდან დაიწყო. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მთავარი გზავნილი იქნება: მამული, ენა, სარწმუნოება, ევროპისკენ ღირსებით სვლა, ეროვნული პოლიტიკა და სუვერენიტეტი.

შეგახსენებთ, 2024 წლის 16 აპრილს  საქართველოს პარლამენტიმა  პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღ

რის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..

საკანონმდებლო ორგანოსთან რამდენიმე დღეა საპროტესტო აქცია "არა რუსულ კანონს" მიმდინარეობს . 

აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და მოითხოვენ  მმართველმა გუნდმა კანონპროექტი უკან გაიწვიოს.

2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა  ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. -  ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ

ასევე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს - რა წერია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში

 ასევე, ევროპარლამენტარები მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

ცნობისთვის,  2024 წლის 3 აპრილს,  საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო   რაც დღემდე გრძელდება