ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ვისაუბრებთ იმ პროცესებზე, რომელიც ვითარდება ქვეყანაში, ვისაუბრებთ ორმხრივ თანამშრომლობაზე საქართველოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას შორის. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ დიალოგისთვის ყველასთან და გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან, - განაცხადა პრემიერმა.