შევხვდი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას, რომელსაც პრეზიდენტი პერე ჟოან პონს სამპიეტრო ხელმძღვანელობს, ჩვენი საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებას და ეუთოსთან პარტნიორობის გაძლიერებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.
როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, საქართველო კვლავ რჩება ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული.
„შევხვდი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას, რომელსაც პრეზიდენტი პერე ჟოან პონს სამპიეტრო ხელმძღვანელობს. ჩვენი საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებას და ეუთოსთან პარტნიორობის გაძლიერებას. საქართველო კვლავ რჩება ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული“, - აღნიშნავს პრემიერი.
Met with the @oscepa delegation led by President @perejoanpons. Our discussion focused on regional security and strengthening our partnership with the OSCE. Georgia remains committed to constructive engagement based on mutual respect. pic.twitter.com/1HjEx7gaY2
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) March 10, 2026




