საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.
როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, შეხვედრაზე ვაჭრობისა და ინვესტიცოების ზრდის საკითხებზე ისაუბრეს.
"ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვს შევხვდი. ჩვენს დელეგაციებთან ერთად განვიხილეთ ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის, რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისა და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები",-" წერს ირაკლი კობახიძე.
Met with H.E. Olzhas Bektenov, Prime Minister of the Republic of Kazakhstan. Together with our delegations, we exchanged views on advancing trade and investment, strengthening regional connectivity, and deepening people-to-people ties. pic.twitter.com/FJjkUod5PI
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) June 30, 2026




