გავრცელებული ინფორმაციით, ირანში მასობრივ საპროტესტო შეტაკებებს სულ მცირე 45 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 8 ბავშვია
 

მეთორმეტე დღეა ირანში მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტი არ წყდება. ძალოვნებთან შეტაკებებს სულ მცირე 45 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 8 ბავშვი

. ადგილობრივი მედიის მონაცემებით, დაკავებულია 2 200-ზე მეტი ადამიანი. ამ დროისთვის გამოსვლები მიმდინარეობს ქვეყნის ყველა პროვინციის 111 ქალაქსა და დასახლებაში. Reuters-ის მონაცემებით, მიმდინარე აქციების ფონზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაითიშა ინტერნეტი.