"უნგრეთში იმიტომ არ ჩავსულვართ, რომ არჩევნებში ვიქტორ ორბანის მარტივ გამარჯვებას ველოდით. ჩვენ იქ ჩავედით, რადგან სწორი იყო იმ ადამიანის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს გვერდით დიდი ხნის განმავლობაში იდგა.- ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა FoxNews-თან ინტერვიუში გაბაცხადა.
ვიცოდით, რომ დიდი შანსი იყო, ვიქტორი ამ არჩევნებში დამარცხებულიყო, მაგრამ ჩვენ უნგრეთში ჩავედით, რადგან ის ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ევროპელ ლიდერებს შორის, რომლებიც ბრიუსელში ბიუროკრატიას უპირისპირდებიან. დარწმუნებული ვარ, უნგრეთის მომავალ პრემიერმინისტრთან ძალიან კარგად ვიმუშავებთ",- განაცხადა ჯეი დი ვენსმა.




