"ჯერ "ლელომ" დაიწყო, შემდეგ "ალტ ინფო" ჩართეს, "პატრიოტთა ალიანსი", ახლა ბატონი სანიკიძე ჩაერთო ამ ყველაფერში. გუბაზ სანიკიძე რასაც საუბრობს იქიდან ერთი პროცენტიც არ შეიძლება იყოს სიმართლე. ალბათ, ყველაზე უპრინციპო ადამიანია ქართული პოლიტიკის ისტორიაში. - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა
"იმასაც შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას, რომ როდესაც აპელირებენ ეს ძალები, რომ ქართველები ვერ შეისყიდდნენ იქ ბინებს, ვინაიდან ძალიან მაღალი ფასები იქნებოდა, 10 000 დოლარს გადასცდებოდა და ა.შ. უკვე გაყიდვები დაწყებულია, 2 000 დოლარია კვადრატული მეტრის ფასი, რაც არის ჩვეულებრივი საბაზრო ღირებულება, რა ღირებულებითაც ქართული დეველოპერები სთავაზობენ ბინებს მომხმარებლებს. შესაბამისად, ეს ტყუილიც ლუსტრირებულია. ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ ერთ რაღაცას, რომ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები ჩვენი ქვეყნისთვის, მოქალაქეებისთვის, როგორიც არის ასეთი მსხვილი ინვესტიცია, რამენაირად გააშავონ და საზოგადოებაში შემოიტანონ აჟიოტაჟი, ვინაიდან იციან, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ოპოზიციის წარმომადგენელმა გუბაზ სანიკიძემ "იგლ ჰილსის" პროექტი გააკრიტიკა და ქსენოფობიური განცხადებები გააკეთა.





