„ჩვენ ვყიდულობდით გაზეთების რედაქტორებს, ვყიდულობდით გაზეთებს, ვყიდულობდით ტელევიზიებს, ზოგადად, ვყიდულობდით კომუნიკატორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ისე, რომ მათ ეს არ იცოდნენ. დიდი ხნის განმავლობაში, ისინი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ იყვნენ გაფილტრული და ჩვენ ვასწავლიდით მათ, ვაიარაღებდით ლიბერალურ დემოკრატიას. ჩვენ ეს გავაკეთეთ საქართველოში, ყველგან გავაკეთეთ და ძალიან წარმატებული ვიყავით." - ამის შესახებ აშშ-ის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკი და სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი (2001-2005 წლებში) ლოურენს უილკერსონმა განაცხადა. 

აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორის, გლენ დისენის პოდკასტში უილკერსონმა განაცხადა, რომ მსგავსი პრაქტიკა არაერთ ქვეყანაში ხდებოდა, მათ შორის უკრაინასა და საქართველოში.

 მახსოვს, ზოგიერთმა ადამიანმა მკითხა, რატომ ფიქრობთ, რომ ამ ადამიანებმა მოულოდნელად უარი თქვეს ნეიტრალიტეტზე და ნატო-ს წევრობა მოისურვეს? გსურთ, იცოდეთ, რატომ? ჩვენ შევქმენით მათი მთავრობები, ჩვენ დავაფინანსეთ მათი მთავრობები, ისევე როგორც ჰენრი კისინჯერმა და რიჩარდ ნიქსონმა დააფინანსეს პროფკავშირების ხელმძღვანელები, გაზეთების რედაქტორები, ბიზნესლიდერები ჩილეში სანტიაგოს მოსაშორებლად“, – განაცხადა უილკერსონმა.

თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი