შუაფხოს გადასახვევის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ25-კმ37 (მაღაროსკარი-შუაფხოს გადასახვევი) მეწყრულ მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია ცალმხრივ რეჟიმში.