საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 26-27 ივნისს ხორვატიის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც „დუბროვნიკის ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას.

 მაკა ბოჭორიშვილი ფორუმზე სიტყვით გამოვა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფორუმის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.