სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთში ვიზიტს გეგმავს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს

 „მალე რუსეთში წავალ. ჩვენ კავშირებს ვინარჩუნებთ“, - განაცხადა ფაშინიანმა ერევანში მოქალაქეებთან შეხვედრისას. იტყობინება „არმენპრეს“-ი.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი სომხეთისთვის მეგობარი ქვეყანაა. მანამდე, 23 მარტს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. მათ ორმხრივი საკითხები განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ დისკუსიები უახლოეს მომავალში შეხვედრაზე გაგრძელდება.