პროექტის მიხედვით, უკვე მოეწყო გზის მიერთებები და სანიაღვრე არხები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 2 440 მეტრი სიგრძის ასფალტის საფარის დაგება და ეზოებში შესასვლელების მოწყობა.

სამუშაოებს ადგილზე ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

გზის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 2 035 534 ლარს შეადგენს, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.