ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ მერიაში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, შოთა გოგატაძესაც ესტუმრნენ და გამარჯვების დღე მიულოცეს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით 2000 ლარს მიიღებენ, ხოლო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 1000 ლარს. დამატებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ვეტერან შოთა გოგატაძეს 2000 ლარი გადასცა.