საკანონმდებლო ორგანომ რუსუდან თევზაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.
პლენარულ სხდომაზე, დადგენილების პროექტი საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა წარადგინა.
მისი განცხადებით, რუსუდან თევზაძემ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტს პირადი განცხადებით მიმართა.
დადგენილების პროექტს 77-მა პარლამენტის წევრმა დაუჭირა მხარი.




