აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, საგანმანათლებლო პროგრამის „შეეხე ისტორიას ხელებით“ ფარგლებში, პეტრას ციხის ტერიტორიაზე ციხისძირის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა შემეცნებითი გაკვეთილი თემაზე – „არქეოლოგია“.
მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია იმ არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რეგიონის წარსულის შესწავლაში.
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის არქეოლოგიის, როგორც მეცნიერების მნიშვნელობის გაცნობა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის პროცესის შესახებ ცოდნის გაღრმავება. მოსწავლეები გაეცნენ არქეოლოგიური კვლევის ეტაპებს — ძეგლის აღმოჩენიდან და შესწავლიდან არტეფაქტების კონსერვაცია-რესტავრაციამდე.
საგანმანათლებლო გაკვეთილს უძღვებოდა არქეოლოგი -ლაშა ასლანიშვილი.




