საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე მიღწეულ შეთანხმებას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
“მივესალმებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე მიღწეულ შეთანხმებას.
ვაფასებთ მედიაციის ძალისხმევას, რამაც ხელი შეუწყო ამ ურთიერთგაგების მისაღწევად საჭირო პირობების შექმნას.
იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამოიწვევს ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების დადებასა და კონფლიქტის ხანგრძლივ მოგვარებას”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
We welcome the agreement reached on the Memorandum of Understanding between the United States of America and the Islamic Republic of Iran. We commend the mediation efforts that contributed to creating the conditions necessary for this understanding to be achieved. We remain…
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) June 15, 2026




