ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დავასრულოთ ხელოვნურად თავსმოხვეული სიძულვილი და აგრესია ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ყაზახეთში განუცხადა.
"ეს პროცესი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჯანსარი ურთიერთობები არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს საზოგადოებაში. წლების მანძილზე, პირველ რიგში უცხოური დაფინანსებით, თავს გვახვევდნენ სიძულვის, აგრესიას და ეს უნდა დასრულდეს.
ეს არის ქართული კულტურისთვის მიუღებელი მოვლენა. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დავასრულოთ ხელოვნურად თავსმოხვეული სიძულვილი და აგრესია ჩვენს ქვეყანაში. ამ კუთხით, ამ სამმართველოს და მის მუშაობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. მის საქმიანობას მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




