"გამიჯნულებიც" და "გამპრავებლებიც" ანომალიური, ქართული ფესვდო-ლიბერალიზმის სოციალური პროდუქტია, რომელიც ნაც-რეჟიმმა შექმნა და წლებია პარაზიტულად საზრდოობენ საზოგადოებაში, ცხოვრობენ და მახინჯი ორმაგი სტანდარტების დამკვიდრებას ცდილობენ. - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წარმომადგენელი ზურაბ ქადგიძე სოციალურ ქსელში წერს.

"ლიბერალიზმი ქართულად"
"Tv-ფორმულა", მედია-აქტორები, სოც-პლატფორმები, პარტიები და ორგანიზაციები, რომლებიც იდიოტურად ცდილობენ კეზერაშვილი "გაათეთრონ" ცალკე ანომალიაა, თუმცა საზოგადოებამ მათი სინდისთან კომპრომისი ადრეც იცოდა და გასაკვირი არ აღმოჩნდა,რომ  ლიმიტირებული მორალური სტანდარტი მათთვის იმ ზღვრამდე მოქმედებს, სადაც "რასაც ფულით ვერ იყიდი, იყიდი უფრო დიდი ფულით"...
თუმცა
ზემოხსენებულ "გამპრავებლებზე" დიდი ანომალია და  ნაძირლობა, იმ ადამიანების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და ორგანიზაციების განცხადებებია, რომლებიც მას შემდეგ აღშფოთდნენ  კეზერაშვილის დანაშაულით,როდესაც  საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა  "ბიბისის"სიუჟეტით.
არა და ეს "გამიჯნულები", წლები საზრდოობდნენ და ელოდებოდნენ კეზერაშვილის გადმოგდებულ ულუფას, ძალიან კარგად იცოდნენ საერთაშორისო თაღლითის წარსულულიც და აწმყოც, თუმცა მათი ანომალიური მორალისათვის  წყალგამყოფი გახდა, ევროპელი პენსიონერების ძარცვა...
ანუ:
• ქართული ჯარის ძარცვით,
• ქართული ბიზნესის რეკეტით,
• ქართული საზოგადოების შანტაჟით,
გამდიდრებული კეზერაშვილი "მოსულა" და ევროპელი პენსიონერების  ფულით მოსარგებლე, დამნაშავე აღმოჩნდა?!
"გამიჯნულებიც" და "გამპრავებლებიც" ანომალიური, ქართული ფესვდო-ლიბერალიზმის სოციალური პროდუქტია, რომელიც ნაც-რეჟიმმა შექმნა და წლებია პარაზიტულად საზრდოობენ საზოგადოებაში, ცხოვრობენ და მახინჯი ორმაგი სტანდარტების დამკვიდრებას ცდილობენ.
საბედნიეროდ, ქართველი ხალხი იმაზე მეტად ინფორმირებული და ბრძენია, ვიდრე ამ პარაზიტებს წარმოუდგენიათ.
ვერც გაემიჯნებით და ვერც გააპრავებთ, თქვენ მამა-მარჩენალს პარაზიტებო!- წერს ზურაბ ქადაგიძე.

ცნობისთვის, BBC აქვეყნებს გამოძიებას ევროპელი პენსიონერების გაძარცვაზე, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად დავით კეზერაშვილია დასახელებული

ეთერში გასული გამოძიების შემდეგ, თავდაცვის ყოფილი მინისტრმა, ტელეკომპანია "ფორმულას" მფლობელმა დავით კეზერაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც წერს: დავით კეზერაშვილი: არა მაქვს და არც არასდროს მქონია კავშირი BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ ცენტრების საკითხთან