შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს

"გაითვალისწინეთ!

💻გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ტარდება: ფორმატი ტესტის ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. გამოცდაში მონაწილე პირი დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე იხილავს, პასუხებს კი შესაბამის პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს.

👤რეგისტრაციის გავლის შემდეგ გამოსაცდელი იკავებს მისთვის წინასწარ განსაზღვრულ ადგილს შესაბამის სექტორში.

🖊️გამოსაცდელს  სამუშაო მაგიდაზე დახვდება პასუხების ფურცელი და ფურცელი შავი სამუშაოსათვის, ასევე, გამოცდისათვის გათვალისწინებული დამხმარე მასალა (მაგ.: რუკა, მენდელეევის ტაბულა). აბიტურიენტს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია გამოიყენოს საკუთარი შავი ფერის გელიანი (ე. წ. ტუშის) კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით. 

🚫იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მონაცემები არ არის მითითებული კალამზე, მისი გამოყენება დაუშვებელია.

🔒ანონიმურობის უზრუნველსაყოფად პასუხების ფურცელზე დაიკვრება ინდივიდუალური შტრიხკოდი, რომელიც მაგიდის ნომრის იდენტურია.
 

⚠️განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პასუხების ფურცლის დაუზიანებლობას. არ შეიძლება მისი დაკეცვა ან დაჭმუჭვნა, რაიმე ჩანაწერის გაკეთება (რომელიც არ ეხება ტესტის კითხვების პასუხს).

🎥ყველა საგამოცდო ცენტრში, რეგისტრაციის სივრცესა და სექტორში დამონტაჟებული იქნება ვიდეოკამერა საგამოცდო პროცესის ჩაწერის უზრუნველსაყოფად.
 

⏳საგამოცდო დროის ამოწურვის ან გამოსაცდელის მიერ სამუშაოს ადრე დასრულების შემთხვევაში, დამკვირვებელი ამოწმებს, გადატანილია თუ არა პასუხების ფურცელზე სტანდარტული ფრაზა, ასევე, ამოწმებს გამოსაცდელის პასუხების ფურცლისა და შტრიხკოდის დაუზიანებლობას, რასაც აპლიკანტი ადასტურებს უწყისში ხელმოწერით (სახელის ინიციალისა და გვარის ჩაწერით) და ამის შემდეგ დამკვირვებელს აბარებს ნამუშევარს.

📄სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი.
 

✅საგამოცდო პროცესი ამით სრულდება. პასუხების ფურცლები ილუქება და იგზავნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
✨შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.