საფრანგეთის ქალაქ ლილში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ხელს მოაწერს ევროპის საბჭოს კონვენციას „აუდიოვიზუალური ნაწარმოებების სერიალების ფორმით ერთობლივი წარმოების შესახებ“.
ქართულ საპროდიუსერო კომპანიებს ექნებათ მეტი შესაძლებლობა:
მოიზიდონ უცხოური ინვესტიციები
ჩაერთონ საერთაშორისო მაღალბიუჯეტიან პროექტებში
ითანამშრომლონ ევროპულ პლატფორმებთან და ტელეარხებთან.
ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ შემოქმედებით სივრცეში და ხელს შეუწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას მსოფლიოში. - ნათქვამია კულტურის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.




