მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მოსამზადებელი ციკლის ფარგლებში საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ამხანაგურ მატჩში ლატვიის ეროვნულ ნაკრებს რიგაში დაუპირისპირდა. 

შეხვედრა ქართველი კალათბურთელების გამარჯვებით, ანგარიშით 87 : 77, დასრულდა.2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე ეროვნული ნაკრები 2 ივლისს უკრაინას რიგაში დაუპირისპირდება, 5 ივლისს კი ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს.