დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვია. 

სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დახვდა. 

დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში 15:35 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ალექსანდარ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრას გამართავს,  სადაც მხარეები ორმხრივი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ.