საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო გამოფენას - „Eurosatory 2026“ დაესწრო.

ირაკლი ჩიქოვანი სამხედრო გამოფენაზე “Eurosatory  2026”-ზე, ფრანგი კოლეგის, საფრანგეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისა და ვეტერანების  მინისტრის, კატრინ ვოტრენის მიწვევით იმყოფება.

სამხედრო გამოფენას საფრანგეთის დედაქალაქი ორ წელიწადში ერთხელ მასპინძლობს და მის მიზანს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის, მაღალი რანგის ხელმძღვანელი პირებისა და სფეროს სპეციალისტებისთვის   ინოვაციური სამხედრო ტექნოლოგიების, შეიარაღებისა და აღჭურვილობის სისტემების გაცნობა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს.

წელს საერთაშორისო გამოფენას საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი მასპინძლობს.   “Eurosatory 2026” კიბერთავდაცვის, ხელოვნური ინტელექტის, შორი მანძილიდან დისტანციური ბრძოლის, კრიზისებისა და ბუნებრივი კატასტროფების მართვის, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვისა და სხვა აქტუალურ თემებს დაეთმო.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა  ფრანგ კოლეგასთან, კატრინ ვოტრენთან შეხვედრა გამართა.

მინისტრთან ერთად საფრანგეთში იმყოფება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი - გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი.