თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს ყოფილ დეპუტატს, ზვიად კუპრავას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
სუსმა ზვიად კუპრავა 2025 წლის 1 ოქტომბერს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 317-ე მუხლით (სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა




