სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ცოლ-ქმარს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას მეზობელი ქალი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, კაცი ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, რა დროსაც ქალმა დახმარება ითხოვა. დაპირისპირებაში ჩარევა მეზობელმა სცადა, რის შემდეგაც ის ცუდად გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილ ქალს დაზიანებები არ აღენიშნება. მისი გქრდაცვალების სავარაუდო მიზეზად ნერვიულდება სახელდება.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126¹ მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
მამაკაცი პოლიციამ ცოლზე განხორციელებული ძალადობისათვის დააკავა.




