ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის №2 საჯარო სკოლის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.
120 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულება სრულად იქნება მორგებული მოსწავლეთა საჭიროებებზე.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე საკლასო ოთახები, ლაბორატორია, საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი და ბიბლიოთეკა. სკოლა აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით და მოსწავლეებისთვის შეიქმნება უსაფრთხო, კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემო.




